იტვირთება...

ნულოვანი წერტილი

არტემ ჩეხი

2023 წელი | სიესტა
248 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.75
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მთარგმნელთა ჯგუფი: სოფიო ჩხატარაშვილი და დავით კაკაბაძე; არტემ ჩეხი (იგივე არტემ ჩერედნიკი) დაიბადა 1985 წლის 13 ივნისს უკრაინის ქალაქ ჩერკასიში. სკოლის დამთავრების შემდეგ გადასახლდა კიევში, სადაც სოციოლოგიის შესწავლას შეუდგა. 22 წლისამ დაწერა წიგნი „რასაც იანდექსში ვერ იპოვით“, რომლისთვისაც „საუკეთესო ახალგაზრდული ქალაქური რომანისთვის“ დაწესებული ეროვნული ჯილდო დაიმსახურა. ამას მოჰყვა სხვა წარმატებული პუბლიკაციები და ნიკოლაი გოგოლის სახელობის პრემია. 2015-2016 წლებში ჩეხი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ, ხოლო 2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, კვლავ აიღო ხელში იარაღი და ფრონტზე წავიდა. არტემ ჩეხის წიგნები თარგმნილია ინგლისურად, გერმანულად, ჩეხურად, პოლონურად. ახლა უკვე ქართულადაც. ახალგაზრდა უკრაინელი მწერლისა და პატრიოტი მეომრის, არტემ ჩეხის დოკუმენტური მოთხრობები ემყარება მისსავე დღიურებს, რომლებსაც ავტორი 2015-2016 წელს დონბასში, ფრონტის ხაზზე ყოფნისას აწარმოებდა. ეს გახლავთ გულწრფელი, ამაღელვებელი ჩანაწერები სამშობლოს ერთგული ერთი ჩვეულებრივი ადამიანისა, რომლისთვისაც უცხო არ არის არც შიში და არც დაეჭვება, მაგრამ რომელსაც არ ტოვებს საბოლოო გამარჯვების იმედი. ავტორი არ ცდილობს, თავისი თავი ან თანამებრძოლები გმირებად წარმოგვიდგინოს. მისი ტექსტები მოკლებულია პათეტიკას, მათში ვერ ნახავთ სინამდვილის შელამაზების ცდას, ვერ იპოვით იდეალიზებული, უშიშარი ეპიკური მეომრის პორტრეტებს. პირიქით, ჩეხის თვითირონიით გამსჭვალული პროზა სწორედ იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ უაღრესად გულახდილი და ლაკონიურია. ამაშია „ნულოვანი წერტილის“ მთავარი ღირსება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9877-1-7
სათაური:
ნულოვანი წერტილი
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2023
მთარგმნელი:
მთარგმნელთა ჯგუფი
გვერდები:
300
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
248
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]