მავნე იძულება - ჩემი პერსონალური სამოტივაციო რეცეფტი

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

2693

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

"თვითშეცნობის ახალი წყარო" წარმოგიდნენთ - "მავნე იძულება - ჩემი პერსონალური სამოტივაციო რეცეპტი". რამოდენიმე სიტყვა "თვითშეცნობის ახალი წყარო"-სგან გამარჯობა მეგობარო. ძალიან მიხარია რომ გადაწყვიტე ამ წიგნის წაკითხვა. სანამ საქმეზე გადავალთ მინდა მოგიყვე როგორ გაჩნდა ამ წიგნის თარგმნის იდეა და რა არის "თვითშეცნობის ახალი წყარო" 2017 თუ 18 წელს, ზუსტად აღარ მახსოვს. იძულებული ვიყავი თავი დამენებებინა საყვარელი საქმისთვის (ქსელური მარკეტინგი), რომელიც მიყვარდა. ეს გავაკეთე კოლექტივის გამო. ძალიან დამწყდა გული, მაგრმა სხვა გზა არ იყო. დიდ ხანს ვფიქრობდი რა მეკეთებინა, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. საკუთარ თავს ვეძებდი, ასე ვთქვათ... და გადავწყვიტე ღონისძიებებზე სიარული. ასე გავიდა ერთი წელი, სანამ ერთ ღონისძიებაზე ერთმა გოგომ პრეტენზია გამოხატა იმის გამო,რომ საქართველოში არ არის ბიზნესის და პიროვნული ზრდის ლიტერატურა. მე ამ დროს გამეღიმა და გულში ვთქვი, რომ ეს მე უნდა გავაკეთო, რადგან ისედაც ძალიან მიყვარს ეგ თემა. საბედნიეროდ, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცოდი ტერმინოლოგია, იქიდან რომ მქონდა წაკითხული „ინტელექტიკას“ ლიტერატურა. და მაგ დროს გავიფიქრე. „აი როგორ იწერება ეს“, თვითონაც არ ვიცი რატომ. მერე იმაზეც ვიფიქრე, რომ ეს ბრენდად უნდა ვაქციო და რამე ლამაზი სახელი უნდა მოვუფიქრო. მაგაზეც დიდხანს ვფიქრობდი და სრულიად მოულოდნელად მოვიფიქრე სახელი „თვითშეცნობის ახალი წყარო“. ამ პროექტში იქნება დროთა განვალობაში აბსოლიუტურად ყველა წიგნი ქართულ ენაზე. შეკვეთებსაც მივიღებ. და არა მარტო წიგნი, იქნება ასევე ტრენინგები და კონსულტაციები, როგორც ერთჯერადი ასევე მრავალჯერადი. ასე რომ დარჩი ჩემთან ერთად, წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება. წიგნის ბოლოს წერია ჩემი ინსტაგრამი და ტიკ ტოკი, ასე რომ, როცა ბოლოში მიხვალ გამოიწერე, ოღონდ ახლავე არ გადახვიდე, თორემ მთელ მუღამს დაკარგავ. მაგრამ საქმე კარგად ვერ წავიდა და წინ ვერ წავედი. და წელს (2022) იანვარში მირეკავენ და მატყობინებენ რომ ჩემი წიგნები გაიყიდა სოლიდურ თანხაში და გადავწყვიტე სერიოზულად მოვკიდო ხელი ჩემს მიტოვებულ პროექტს. და ამასთან დაკავშირებით დავწერე ეს წიგნი, იმედია მოგეწონება. აი ასეთი ისტორიაა ჩემოძვირფასო მკიხველო. ახლა კი, შევუდგეთ... ბევრ ხალხს ძალიან აკლია გარე პანღური, ანუ გარე მოტივაცია, სწორედ ამ მიზნით მე დავწერე ეს წიგნი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობათვითშეცნობის ახალი წყარო
გვერდები100
გამოცემის წელი2018

ხმოვანი წიგნები