გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
10951
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბრაიან თრეისი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“ წარმოგიდგენთ ბრაიან თრეისის 21 ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიას, თუ როგორ გავყიდოთ მეტი პროდუქტი. მათი მეშვეობით თქვენ გაზრდით გაყიდვებს და მალე წარმატებას მიაღწევთ. გახსოვდეთ, კარგ პროდუქტთან ერთად მაღალი თვითშეფასება წარმატების საწინდარია. ბრაიან თრეისი არის ადამიანი, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი მოსაზრებები ყოველთვის მარტივი და კონკრეტულია, რაც პრაქტიკაში მათ დანერგვას ძალიან აადვილებს. წიგნში მოცემული რჩევები არის ბრაიან თრეისის დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგი. ის წლების განმავლობაში აკვირდებოდა წარმატებულ და საშუალო დონის გაყიდვების წარმომადგენლებს და წიგნში თავი მოუყარა იმ სხვაობას, რაც განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. «გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი» არის ბრაიან თრეისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნი, რომელიც პრაქტიკული რჩევებითა და მაგალითებით დაგეხმარებათ, მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს. ეს არის რეალური ისტორია, რეალური მეთოდები იმ კაცისგან, ვინც დამოუკიდებლად გაიარა ეს გზა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები