იდეიდან პირველ მილიონამდე
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
3512
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გაი კავასაკი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ. გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „იდეიდან პირველ მილიოდამდე“ - პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესსაქმიანობას ან უკვე დაწყებულის განვითარება სურს. ნოვატორი და ბიზნესში რევოლუციური წესების ავტორი გაი კავასაკი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ბიზნესსამყაროში; როგორ უნდა გახდეთ ქარიზმატული ლიდერი; როგორ იმუშაოთ გუნდთან ერთად; როგორ შეარჩიოთ ბიზნესპარტნიორი; როგორ მოიზიდოთ ინვესტორი; როგორ მართოთ კომპანია. გაეცანით ბიზნესის ამ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს და აქციეთ იდეა წარმატებულ ბიზნესად ‒ გახსოვდეთ, რომ სწორი დასაწყისი წარმატების საწინდარია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები