აწმყოს ძალა
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
7159
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ეკჰარტ ტოლე
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
იმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ მე-ზე – ეგოზე – უარი უნდა ვთქვათ. ამ საოცარი წიგნის პირველივე გვერდები ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს, იქ, სადაც უფრო სუფთა და მსუბუქ ჰაერს ჩავისუნთქავთ, ჩვენი ყოფიერების ურღვევ არსს - „მარადიულ, ყველგან მყოფ, სიცოცხლის უთვალავი ფორმის მიღმა დავანებულ ერთ სიცოცხლეს ვუკავშირდებით; იმ სიცოცხლეების მიღმა, რომლებიც იშობა და კვდება“. მართალია, ეს მოგზაურობა ადვილი არ არის და უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მაგრამ ტოლე მარტივი ენით წერს, თავის სათქმელს იოლი და გასაგები, კითხვა-პასუხის ფორმით ამბობს. წიგნზე გამოცემის დღიდანვე ალაპარაკდნენ. „აწმყოს ძალა“ იმ იშვიათ წიგნთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მკითხველს ცხოვრების რადიკალურად შეცვლის უნარს სძენს. ეკჰარტ ტოლე სულიერების თანამედროვე მასწავლებელია, რომელიც არცერთ კონკრეტულ რელიგიას ან ტრადიციას არ უკავშირდება. ის წერს ანტიკური სულიერი მოძღვრების მკაფიო სიცხადით და აკეთებს მარტივ, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან სიღრმისეულ დასკვნას: ტანჯვის მდგომარეობიდან გამოსვლისა და სიმშვიდეში გადასვლის გზა არსებობს. ტოლე არის ავტორი წიგნებისა „მდუმარება ლაპარაკობს“ და „აწმყოს ძალის გამოყენება“. ის ბევრს მოგზაურობს; ცხოვრობს ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები