იტვირთება...

პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ)

თენგიზ სიმაშვილი

2024 წელი | Tengiz Simashvili
445 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია 1900-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის იმპერიის პოლიტიკური(საიდუმლო) პოლიციის ორგანოების საქმიანობა, მეთოდები და ხერხები რევოლუციური და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიაში მოქმედმა რევოლუციურმა პარტიებმა 1900-იან წლებში განავითარეს რა ევროპული ქვეყნების რევოლუციონერთა გამოცდილება (განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის 80-90-იან წლებში მოქმედი ფრანგი ანარქისტების), პრაქტიკაში შეამოწმეს და დახვეწეს რევოლუციური ბრძოლის მეთოდები და ხერხები. კერძოდ, ტერორის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. იტალიელი და ფრანგი ანარქისტების მიერ გამოყენებული ინდივიდუალური ტერორის განვითარებად 1905-1907 წლებში, იქცა ტერორის განხორციელება პარტიზანული რაზმების მეშვეობით, რომელსაც საქართველოში ეწეოდნენ ე.წ. წითელი რაზმები. სწორედ ამ პერიოდში მიეცა ‘’საბოლოო სახე’’ ტერორისტული ორგანიზაციის სტრუქტურის შექმნის, ახალი წევრების გადაბირების, ტერორისტთა ფსიქოლოგიური მომზადების, ტერორის წარმოების მეთოდების, ხერხების ზოგად პრინციპებს. რევოლუციური პარტიების მიერ გამოყენებული ტერორისტული ტაქტიკის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკურმა (საიდუმლო) პოლიციამ 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში შეიმუშავა და განავითარა აგენტურის გამოყენების საკმაოდ დახვეწილი სტრატეგია და ტაქტიკა, მეთოდები და ხერხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მათ შეძლეს აგენტურის მეშვეობით, განსაკუთრებით რევოლუციის დამამთავრებელ ეტაპზე, პოლიტიკური პარტიების მართვა. წიგნში ასახული რუსეთის იმპერიის პოლიტიკური(საიდუმლო) პოლიციის პოლიტიკური პოლიციის მეთოდები და ხერხები, გარკვეულწილად დღესაც რჩება თანამედროვე რუსეთის სპეცსამსახურების ‘’შეიარაღებაში’’.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წიგნში საარქივო მასალებზე დაყრდნობით გაანალიზებულია რუსეთის იმპერიის საიდუმლო - პოლიტიკური პოლიციის საქმიანობა. მასში გადმოცემულია თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების საქმიანობა, საიდუმლო, დამხმარე, მეთვალყურე აგენტურის გადაბირების, გამოყენების მეთოდები და ხერხები წიგნი შედგება შემდეგი თავების და პარაგრაფებისგან: თ ა ვ ი I პოლიტიკური პოლიციის ორგანოების წარმოშობა რუსეთის იმპერიაში თავი II პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოები საქართველოში 1894-1900 – იან წლებში $1. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოები საქართველოში 1894-1901 წლებში $2. პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები 1894-1901 წლებში $3. პოლიტიკური პოლიცია რევოლუციური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ საქართველოში 1890-1901 წლებში თავი III იმპერიის პოლიტიკური მდგომარეობა და პოლიტიკური პოლიცია 1902-1908 წლებში $1 რევოლუციური ტერორი და პოლიტიკური ძებნის ორგანოების დაარსება რუსეთის იმპერიაში $2. ,,ოხრანკის’’ განყოფილების შექმნა საქართველოში. საიდუმლო აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები $3. დამხმარე აგენტურა $4 მეთვალყურე აგენტები - ფილერები $5. ინფორმაციის მიღების დამატებითი ხერხები $6. `ოხრანკის~ საერთო განყოფილების საქმიანობა თავი IV საერთო პოლიცია პოლიტიკური ძებნის და ძიების ადგილობრივი ორგანოების გვერდით თავი V ადგილობრივი ადმინისტრაცია და პოლიტიკური ძებნის და ძიების ორგანოები 1894-1908 წლებში თავი VI პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკა რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ 1902-1908 წლებში $1. პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკური ხაზი 1902-1905 წლებში $2. პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკური ხაზი 1906 წელს $3. წითელი ტერორის განხორციელების მეთოდები და ხერხები $4. პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკური ხაზი 1907-1908 წლებში ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნას უმაღლესი სასწავლებლების სალექციო კურსის, სასემინარო მასალების თუ სპეცკურსების მოსამზადებლად, საქართველოს ისტორიის შესაბამისი პერიოდის გასაშუქებლად. იგი განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო მკითხველისთვის
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ)
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
170
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
445
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]