სტილისტური სავარჯიშოები
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
332
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რემონ კენო
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მეოცე საუკუნის თვალსაჩინო ფრანგი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი რემონ კენო (1903 -1976) ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია პატაფიზიკის სფეროში. ის არის ,,პოტენციური ლიტერატურის სახელოსნოს'' დამაარსებელი, ,,პლეადის ენციკლოპედიის'' დირექტორი. მისი წამოწყებულია ფრანგული ენის რეფორმა და ამასთანაა დაკავშირებული მისი ექსპერიმენტები ლიტერატურაში - სხვადასხვა ლიტერატურული ხერხისა თუ სასაუბრო მეტყველების, ჟარგონის, არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების გამოყენება. ,,სტილისტური სავარჯიშოები'' სწორედ ამის ნიმუშია. მგზავრებით სავსე პარიზის ერთ-ერთ ავტობუსში მომხდარი სრულიად უბრალო ამბავი სხვადასხვანარადაა მოთხრობილი. კენო იყენებს ნაირ-ნაირ ლიტერატურულ ხერხს, სამეცნიერო თუ პროფესიულ ჟარგონს - ბოტანიკურს, ზოოლოგიურს, გასტრონომიულს, ალგებრულს, ფილოსოფიურს, ასევე სასაუბრო მეტყველებას თუ დახვეწილ და მაღალფარდოვან სტილს. საბოლოოდ ვიღებთ ნაწარმოებს, რომლის მიკუთვნება რომელიმე ჟანრისთვის შეუძლებელია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები